მზის ჩასვლა

Friday, September 9, 2011

ყოველ საღამოს მზე ხუჭავს თვალებს,
თავს ვერ დააღწევს ღამის ლიანებს,
რვა თვალს მოავლებს დაბინდულ ჭალებს,
მეცხრე კი ცელქობს, ჩასვლას აგვიანებს.

მინდა, რომ გავფრინდე, მზეს მოვეხვიო,
ხელი არ გავუშვა, ვუთხრა: ნუ წახვალ!
ყურში ჩავჩურჩულო, მის სხივს ვემთხვიო,
თუმცა ვიცი, რომ დაბრუნდება ხვალ.

სიზმარი

Tuesday, March 29, 2011



 მესიზმრა, ვითომ შემეძლო ფრენა,
მქონდა ლამაზი, ბრჭყვიალა ფრთები,
ხალხს ძლიერ უკვირს, დაძაბეს სმენა
და მე კი მოვვლე ველები, მთები. 

   მწადია, ვნახო ჩემი მამული,
   რომ მისი ჰავის გავსინჯო გემო,
   რომ სიხარულით მიძგერდეს გული,
   გზები დავლაშქრო ქვემო თუ ზემო.

ერთხელ ზღაპარში

Sunday, March 27, 2011



ფერადი ყვავილები, ფარფატა პეპლები,
ფუტკართ ზუზუნი და ნაზი ფერები,
ცამდე აღმართული ნათელი სვეტები,
ნეტავ სადა ვარ? ამას ვერ ვხვდები.

    ნაზად მოლივლივებს თეთრი ფერია,
   -მობრძანდი, გოგონავ, ყველანი გელიან,
   გვსურს, რომ გაგეცნოთ, სათქმელი ბევრია,
   ჩვენთან მოწყენა ძალიან ძნელია.

შენს ხსოვნას

Monday, February 7, 2011




ქარში მივაბიჯებ უხმოდ, სევდიანი,
ცრემლებით დანამული, უგონო, ბნედიანი,
ვყვირივარ, გეძახი მე, ტანჯულბედიანი,
ლოდინით დაღალული, გვემული, რეტიანი.
ნაცნობი გარემო.. სიჩუმე.. ზარები..
უხმოდ მომზირალი ცივი თვალები..
სულში უჩვეულო მწარე იარები,
მე ხომ სასაფლაოს მიწაზე ვიარები.