მესიზმრა, ვითომ შემეძლო ფრენა,
მქონდა ლამაზი, ბრჭყვიალა ფრთები,
ხალხს ძლიერ უკვირს, დაძაბეს სმენა
და მე კი მოვვლე ველები, მთები.
მწადია, ვნახო ჩემი მამული,
მწადია, ვნახო ჩემი მამული,
რომ მისი ჰავის გავსინჯო გემო,
რომ სიხარულით მიძგერდეს გული,
იტყვი, გართობაც მოუნდა, ხედავ?
გულს არ გაივლო ამის მაგვარი,
მე მხოლოდ მინდა, რომ ვნახო დედა.
გადავეხვიო, ჩავკიდო ხელი,
თან დავუკოცნო ლოყები თბილი,
წამოვა წვიმად უმანკო ცრემლი,
ამღერდა გული, ძვალი თუ რბილი.
ვუთხრა: დედიკო...მიყვარხარ დედა..
თითქოს ახლიდან ჩამიდგეს სული,
ბედნიერი ვარ, შენს სახეს ვხედავ,
ვეღარ ვაჩერებ, აცქმუტდა გული.
ჩავკიდებთ ხელებს, გადვიფრენთ ქალაქს,
მივწვდებით ღრუბლებს, ცის ყველა არეს,
ეს სიხარულიც თავს ვეღარ მალავს,
რადგან გამოჩნდა ნაცნობი მხარე...
მზე როგორ ბრდღვიალებს, შეხედე!
ამაყობს-მე ყველას ვათბობ!
თვალგახელილმა სარკმელს შევხედე
და... სიზმრის ახდენას ვნატრობ.
0 comments:
Post a Comment