ფერადი ყვავილები, ფარფატა პეპლები,
ფუტკართ ზუზუნი და ნაზი ფერები,
ცამდე აღმართული ნათელი სვეტები,
ნეტავ სადა ვარ? ამას ვერ ვხვდები.
ნაზად მოლივლივებს თეთრი ფერია,
-მობრძანდი, გოგონავ, ყველანი გელიან,
გვსურს, რომ გაგეცნოთ, სათქმელი ბევრია,
ტყეში შევდივარ და ძლიერ ბნელა,
მიწიდან ისმის ხმელ ფოთოლთ ხველა,
უცებ სინათლე და... ჩემკენ გამორბის ყველა.
მგელი, მელია, ლომი თუ ტურა,
კურდღელმა წყაროზე აავსო სურა,
მიახლოვდება ტყის დათვი მურა,
ისმის ყიჟინა: 'მოვიდა, ურა!'
კეთილად მიღიმის ლამაზი შველი:
აქ ყველას უყვარხარ, არ არის მტერი,
-აი, მიირთვი ეს თაფლის კვერი-
მორცხვად მიყურებს პაწია ბელი.
მეც მათთან მიტაცებს საერთო ფერხული,
თან სიხარულით მიცემს ეს გული,
ცაზე სიკეთის მზეა ამოსული
და ბედნიერებით ივსება ჩემი სული.
0 comments:
Post a Comment