შენს ხსოვნას

Monday, February 7, 2011




ქარში მივაბიჯებ უხმოდ, სევდიანი,
ცრემლებით დანამული, უგონო, ბნედიანი,
ვყვირივარ, გეძახი მე, ტანჯულბედიანი,
ლოდინით დაღალული, გვემული, რეტიანი.
ნაცნობი გარემო.. სიჩუმე.. ზარები..
უხმოდ მომზირალი ცივი თვალები..
სულში უჩვეულო მწარე იარები,
მე ხომ სასაფლაოს მიწაზე ვიარები.

გულში მესობა თვალთა ბრიალი,
სიჩუმეს არღვევს კარის ჭრიალი,
ვემხობი მიწაზე თვალცრემლიანი,
ყურში ჩამესმის ფოთოლთ შრიალი.
შენი თვალები მიმზერენ ტკივილით,
თითქოს რაღაცის თქმა სურთ ყვირილით,
შენს სახელს ვიმეორებ ხმამაღლა, ტირილით,
მიწა კი დაფარულა თეთრი გვირილით.
თვალწინ მიელვებს შენზე მოგონება,
მუდამ წარსულში დაჰქრის ეს გონება,
ჩემი ფიქრები მოურჩენელ ტკივილს ემონება
და უსასრულო კოკისპირული წვიმა გეგონება.
'მეც თან წამიყვანე, ჩემო სიყვარულო,
გაუხარელი სხეულის სიხარულო,
ვაი, რომ ვერ მამჩნევ, წყეულო სიბრალულო,
მასთან გამაქროლე ბუჩქებში მიმალულო.
ის დღე მახსენდება, ჩემი დამტანჯველი,
წვიმა მოდიოდა ძლიერ საკვირველი,
თითქოს უკვე გრძნობდა ის ფერადი ველი,
რაღაც მოხდებოდა და თან გულმომკვლელი.
მანქანის წივილი.. ჩამქრალი ფარები..
წყეულო დამნაშავევ, ჩუმად იპარები,
ქარის ზუზუნი და წვიმის ქნარები,
ბუნების ქვითინი..სისხლი.. ბრალები..
მას შემდეგ გასული ორი წელია,
ჩემთვის ნათელიც სულ მუდამ ბნელია,
მტანჯველი დღეების გაძლება ძნელია
და ჩემი თვალები შენს ნახვას ელიან.
შენთან წამიყვანე, აქ ნუ მიმატოვებ,
უშენოდ ვერაფრით მე ვერ ვისაზრდოებ,
შენი სიყვარული არხევს გულის შტოებს
და შენი ხსოვნა არასდროს დამტოვებს...

0 comments:

Post a Comment