მე სანთლის შუქზე ავიღებ კალამს,
ფურცელს გავუგზავნი დაკარგულ სალამს,
გარშემო სიბნელე ააგებს კარავს,
სწორედ ის სიბნელე ყველას რომ ზარავს.
მალავსო სიბნელე აზრებსა ბნელსა,
უკუნში ცხვარი წააგავს მგელსა,
მე კი სინათლე მინათებს ბნელსა,
კალამი მინდობია გაყინულ ხელსა.
გარეთ სიცივე, ძლიერი ქარი,
გაჰკივის როგორც აშარი ქალი,
ფერხულს დაუვლის ეს ფიქრი ჩქარი,
თვალში მიელვებს სინათლის ბწკარი.
მინდა, სიტყვების ცეცხლი აგინთო,
ვნატრობ, ლექსებით გული გაგითბო,
ღიმილით ტანჯვა, ცრემლი ჩაგიქრო,
მოგვრილი სევდა წამში გაგიქრო.
ქარი ღრიალებს, ეცემა კარს,
შემოიჭრება, გაარღვევს ფარს,
შემოიყოლებს სიბნელის ჩქამს,
გაანადგურებს სინათლის კვარს.
ხარხარებს ქარი, აცეკვდა ბნელი,
ფარდას შეეხო უკუნის ხელი,
თვალი დავხუჭე, სუნთქვაა ძნელი,
გაშრა ოცნება ნოტიო, სველი.
ნუთუ მერევა მტერი ურჯულო?
ნუთუ წავაგე ბრძოლა უგულო?
ნუთუ მაღარიბებს ქარი უსულო?
არა! მდიდარი ვარ, ოღონდ უფულო.
ჯერ არ ყოფილა ომის ბრიალი,
მე ისევ შემრჩა გული მთლიანი,
ისევ ჰყვავიან ნაზი იანი,
გასავლელი გვაქვს დღენი მზიანი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
3 comments:
შესანიშნავია!!!!!non ho le parole!!!!
@Anonymous
დიდი მადლობაა ^^
@ნატალი Testing
Post a Comment