სიზმარი

Tuesday, March 29, 2011



 მესიზმრა, ვითომ შემეძლო ფრენა,
მქონდა ლამაზი, ბრჭყვიალა ფრთები,
ხალხს ძლიერ უკვირს, დაძაბეს სმენა
და მე კი მოვვლე ველები, მთები. 

   მწადია, ვნახო ჩემი მამული,
   რომ მისი ჰავის გავსინჯო გემო,
   რომ სიხარულით მიძგერდეს გული,
   გზები დავლაშქრო ქვემო თუ ზემო.

ერთხელ ზღაპარში

Sunday, March 27, 2011



ფერადი ყვავილები, ფარფატა პეპლები,
ფუტკართ ზუზუნი და ნაზი ფერები,
ცამდე აღმართული ნათელი სვეტები,
ნეტავ სადა ვარ? ამას ვერ ვხვდები.

    ნაზად მოლივლივებს თეთრი ფერია,
   -მობრძანდი, გოგონავ, ყველანი გელიან,
   გვსურს, რომ გაგეცნოთ, სათქმელი ბევრია,
   ჩვენთან მოწყენა ძალიან ძნელია.