ტყაპ-ტყუპ! ტყაპ-ტყუპ! - მიტანტალებს შიშველი ფეხები, - ტყუპ-ტყაპ! ტყუპ-ტყაპ!
რაც თავი ახსოვს, სულ ასე დატანტალებს, ხან აქ, ხან იქ, ზევით, ქვევით, აღმა თუ დაღმა. არა! ჯერ დედა იყო მეხსიერების პირველი სხივი, თუმცა ბუნდოვანი.. პატარა იყო, ძალიან პატარა.. ახლა კი მარტო დახეტიალობს. ჩამოძონძილი, დაფლეთილი, ჭუჭყიანი ტანსაცმლით, შიმშილისგან ჩაცვივნული შავი თვალებით, მიწით გამოტენილი ფრჩხილებითა და გაძვალტყავებული შიშველი ფეხებით... ყველას ფეხებში ებლანდება. ვიღაცა დასჭყივლებს, ვიღაცა წიხლს ამოსცხებს, ისიც მოიკუნტება ტკივილისა და შეურაცხყოფისგან, ჭუჭყიანი მუშტით მალულად მოიწმენდს ლოყაზე მცოცავ ცრემლს და ახლა სხვას მიანათებს იმედით ანთებულ შავ თვალებს. იმედი ბოლოს კვდება!
Subscribe to:
Posts (Atom)