ყოველ საღამოს მზე ხუჭავს თვალებს,
თავს ვერ დააღწევს ღამის ლიანებს,
რვა თვალს მოავლებს დაბინდულ ჭალებს,
მეცხრე კი ცელქობს, ჩასვლას აგვიანებს.
მინდა, რომ გავფრინდე, მზეს მოვეხვიო,
ხელი არ გავუშვა, ვუთხრა: ნუ წახვალ!
ყურში ჩავჩურჩულო, მის სხივს ვემთხვიო,
თუმცა ვიცი, რომ დაბრუნდება ხვალ.